Loading data...
აშშ-ში ცნობილი მსახიობი, ჯეიმს ჰენდი მოკლეს

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი, 81 წლის ჯეიმს ჰენდი, ლოს-ანჯელესში, საკუთარი სახლის წინ მოკლეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

პოლიციის ცნობით, მსახიობი უგონო მდგომარეობაში ტარზანის რაიონში აღმოაჩინეს. მას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ 44 წლის მაიკლ გლედჰილი დააკავა, რომელიც ჰენდის მეგობარი ქალის შვილია. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ჯეიმს ჰენდი ნიუ-იორკში დაიბადა და 60-ზე მეტი წლის განმავლობაში ის ათობით ფილმსა და სერიალში გადაიღეს. ხშირ შემთხვევაში ჰენდი მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა,

მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „ნიუ-იორკის პოლიცია“, «К-9», „ჯაშუში ქალი“, „საიდუმლო მასალები“, „ტოპ განი, მავერიკი“, „ჯუმანჯი“. 

პოლიციის ცნობით, ჰენდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.