1745150659
უცხოეთი
აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატეს, მათ შორის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ქმედებებზე.
დემონსტრანტები თეთრი სახლთან, Tesla-ს შენობებსა და სხვადასხვა ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციების უმეტესობამ მშვიდად ჩაიარა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით „არა მეფეებს“, რომელიც აღნიშნავდა ქვეყნის რევოლუციის დაწყების წლისთავს დიდი ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის „50501“ („50 პროტესტი, 50 შტატი, 1 მოძრაობა“) ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა.