1747509991
უცხოეთი
აშშ-ში ტორნადოს შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, მისურისა და კენტუკის შტატებში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა.
კენტუკის გუბერნატორი შტატში 14 დაღუპულის შესახებ იტყობინება.
The New York Times-ი და CNN-ი შტატის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მისურიში დაღუპულია 7 ადამიანი.
მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.
ასობით ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.