აშშ-ში ტყის ხანძრის ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა, 2 დაშავდა
აშშ-ის ველური ბუნების ხანძრების სამსახურის განცხადებით, კოლორადოსა და იუტას საზღვართან გაჩენილი ტყის ხანძრების ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.
„აშშ-ის ველური ბუნების ხანძრების სამსახური მწუხარებას გამოთქვამს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. მათი სიმამაცე, ერთგულება და თავგანწირვა არასოდეს იქნება დავიწყებული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სააგენტომ აღნიშნა, რომ დასავლეთ აშშ-ში ტყის ხანძრები ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა, რასაც ცხელი, მშრალი და ქარიანი ამინდი უწყობს ხელს. ახალი კერები გაჩნდა არიზონაშიც და სხვა შტატებშიც. ყველაზე მასშტაბური ხანძარი სამხრეთ-დასავლეთ იუტაში მძვინვარებს.
ცეცხლმა გაანადგურა სათხილამურო კურორტის ნაწილი და რამდენიმე საზაფხულო კოტეჯი. კლდეებმა და ციცაბო ფერდობებმა სამუშაო კიდევ უფრო გაართულა.
გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვითარება მძიმეა, თუმცა მან სამაშველო ეკიპაჟებს მადლობა გადაუხადა „რამდენიმე სასწაულებრივი გადარჩენისა და ხანძრის შეჩერებისთვის“.