Loading data...
აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

აშშ-ის კენტუკის შტატის აეროპორტში UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 11 ადამიანი კი დაშავდა.  

აეროპორტის მახლობლად მდებარე შენობებს კი ხანძარი გაუჩნდა.

კომპანია UPS-ის კუთვნილი თვითმფრინავი აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ის ჰონოლულუს მიმართულებით ასრულებდა ფრენას. 

ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.