აშშ-ში სამხედროს დახვრეტა იგეგმება, რომელმაც 2009 წელს 13 ადამიანი მოკლა
პირველად 1945 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედროს დახვრეტა იგეგმება. საუბარია ნიდალ მალიკ ჰასანზე, რომელმაც 2009 წელს ფორტ-ჰუდის ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა,. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა X-ში დაწერა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა წარმოადგინა წინადადება სამხედროს დახვრეტის შესახებ, რასაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა.
პარნელის თქმით, სიკვდილით დასჯის დროს და ადგილს თავდაცვის მინისტრი დაადგენს. „დადგა დღე, როდესაც ჰასანი ჩადენილზე პასუხს აგებს“, - დაწერა პენტაგონის წარმომადგენელმა.
აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით. სამხედროს სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სანქციაა აუცილებელი.
ცნობისთვის, სამხედრო ფსიქიატრმა ნიდალ მალიკ ჰასანმა 2009 წელს 13 შეუიარაღებელი ადამიანი მოკლა და კიდე 32 დაჭრა. მან ცეცხლი გახსნა სამხედრო ბაზის სამედიცინო კორპუსში, სადაც სამხედროები სამედიცინო შემოწმებას და ვაქცინაციას ელოდებოდნენ.