Loading data...
აშშ-ში რუსეთის სავიზო ცენტრი იხურება - რას ამბობენ მოსკოვში

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სავიზო ცენტრის დახურვის და რუსი დიპლომატებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს.

„რუს დიპლომატბსა და კონსულებს დამატებითი ტვირთი დაეკისრებათ“, - აღნიშნა ანტონოვმა.

მისი თქმით, შტატებში დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი, რომლებიც ნიუ იოკსა და ვაშინგტონში ფუნქციონირებს.

აშშ-ის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ოფიციალური მოსკოვის გამოხმაურება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, თუ შტატები რუსებისთვის სავიზო ცენტრებს დახურავს და დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს, ამას „ადეკვატური პასუხი“ მოჰყვება.