Loading data...
აშშ-ში მთლიანი შიდა პროდუქტი, პირველ კვარტალში, 0,3%-ით შემცირდა

2025 წლის პირველ კვარტალში, აშშ-ში მთლიანი შიდა პროდუქტი 0,3%-ით შემცირდა. ინფორმაციაზე, BBC ამერიკის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს ანგარიშზე დაყრდნობით, წერს. 

ანგარიშის მიხედვით, მშპ-ის შემცირება, უმთავრესად, ტარიფების შემოღებამდე იმპორტის გაზრდამ გამოიწვია. 

დონალდ ტრამპის მოსაზრებით, მისი ადმინისტრაციის ბრალეულობა, ამ თემასთან დაკავშირებით, არ იკვეთება. „ყველაფერი ჯო ბაიდენის ბრალია და არაფერ შუაშია ტარიფების დაწესება“, - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, მსგავსი ფაქტი 2022 წლის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა.