1773346533
უცხოეთი
აშშ-ში, მიჩიგანის შტატში თავდამსხმელი ავტომობილით სინაგოგაში შეიჭრა - ეჭვმიტანილი სროლის შედეგად დაიღუპა
აშშ-ში, მიჩიგანის შტატის პოლიციამ ქალაქ უესტ ბლუმფილდში მდებარე სინაგოგაზე თავდასხმის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.
როგორც „ბიბისი“ წერს, თავდამსხმელი ავტომობილით მიზანმიმართულად შეეჯახა სინაგოგის შენობას, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ეჭვმიტანილი სინაგოგაში შეიჭრა.
სინაგოგის დაცვის თანამშრომლებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია დაცვის ერთი თანამშრომელი.
ოკლენდის შერიფის მაიკლ ბუშარის თქმით, შემთხვევის შედეგად მსხვერპლი და დაშავებული არ არის.
შერიფის თქმით, პოლიცია ამჟამად ტერიტორიას ამოწმებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„არავინ დაშავებულა, მსხვერპლი არ არის“, - აცხადებს შერიფი.