Loading data...
აშშ-ში ლუიზიანას შტატში სროლის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა

აშშ-ში, ლუიზიანას შტატის ქალაქ შრივპორტში სროლა იყო, რის შედეგადაც 8 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, დაღუპულია 14 წლამდე ასაკის ბავშვები. დაღუპულებს შორის ყველაზე პატარა 1 წლის არის. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 05:00 საათზე მოხდა. პოლიციის ცნობით, ერთმა შეიარაღებულმა პირმა ათ ადამიანს ესროლა. 

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის გაანეიტრალეს.

პოლიციის ცნობით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. 

მიმდინარეობს გამოძიება.