1777110679
უცხოეთი
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის მეფის ვიზიტამდე ვაშინგტონში ბრიტანულის ნაცვლად შეცდომით ავსტრალიის დროშები დაკიდეს
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონში თეთრი სახლის მახლობლად ბრიტანეთის ნაცვლად შეცდომით ავსტრალიის დროშები ჩამოკიდეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
სააგენტოს ცნობით, საერთო ჯამში ქალაქში ავსტრალიის 15 დროშა დაკიდეს. მოგვიანებით შეცდომა აღმოაჩინეს და დროშები გამოცვალეს.
ჩარლზ მესამე დიდი ბრიტანეთის გარდა, ოფიციალურად ავსტრალიის მეფეც არის, თუმცა ეს როლი უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
დიდი ბრიტანეთის მეფე აშშ-ში 27 აპრილს ჩავა. ვაშინგტონში მისი ვიზიტი აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეხება. ეს ჩარლს III-ის პირველი ვიზიტია შეერთებულ შტატებში და ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის „განსაკუთრებული ურთიერთობების“ განმტკიცება იქმნება.