Loading data...
აშშ-ში ავიარეისების შეფერხებები და გაუქმებები კვლავ გრძელდება - აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი

აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი შონ დაფი მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ფრენა უსაფრთხოა, თუმცა აფრთხილებს, რომ ავიარეისების გაუქმება და შეფერხებები კვლავ გაგრძელდება.

შონ დაფის განცხადებით, ავიაკომპანიებს ფრენების განრიგის აღსადგენად და თვითმფრინავებისა და ეკიპაჟების საჭირო ადგილებზე გადასაადგილებლად დრო სჭირდებათ.

„მგზავრებს კვლავ მოუწევთ გარკვეულ შეფერხებებსა და რეისების გაუქმებასთან გამკლავება, ვიდრე ავიაკომპანიები ფრენების განრიგს შეცვლიან და თვითმფრინავებსა და ეკიპაჟებს იქ გადაანაწილებენ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა“, – წერს დაფი სოციალურ ქსელ X-ში.

მისი განცხადება აშშ-ის კომერციული ავიაციის მასშტაბური, რამდენიმე საათიანი შეჩერებიდან დაახლოებით 12 საათში გავრცელდა. უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ ქვეყნის საჰაერო მიმოსვლაში ქაოსი გამოიწვია, ათასობით მგზავრი კი აეროპორტებში დარჩა.