Loading data...
აშშ-ში ავარიაში 50 ავტომობილი დაიმტვრა

აშშ-ის ინდიანას შტატში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა, რომელშიც 50-მდე ავტომობილი მონაწილეობდა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

ავარიის მიზეზი უამინდობა და ცუდი ხილვადობა გახდა. ნისლის გამო ხილვადობა პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო და მანქანები რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს ეჯახებოდნენ.

პოლიციამ ტრასა 6 საათით გადაკეტა. დამტვრეული და თოვლში გაჭედილი მანქანების ამოყვანა მაშველებს  ევაკუატორების დახმარებით მოუწიათ.

ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა. მძღოლებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.