Loading data...
აშშ-ში აცხადებენ, რომ ისრაელის პრემიერი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას „ჰამასთან“ ომში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზაობა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

„შევხვდი პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზაობა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში მისი მერვე ვიზიტის დროს.

ბლინკენმა ასევე თქვა, რომ „ჰამასის“ პასუხი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას, „იმედის მომცემი“ უწოდა. 

ბლინკენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია „ჰამასის“ ხელმძღვანელობის მიერ გეგმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი 10 ივნისს ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა.