აშშ-ში, American Airlines-ის თვითმფრინავს, ავარიული დაშვების შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ში, American Airlines-ის თვითმფრინავს, რომელსაც 178 მგზავრი გადაჰყავდა, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვების შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას cbsnews-ი იტყობინება.
ამერიკული მედიის ცნობით, მგზავრების ევაკუაცია თვითმფრინავის ფრთიდან განხორციელდა.
აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 12 მგზავრია ჰოსპიტალიზებული, რომლებმაც მსუბუქი დაზიანება მიიღეს.
„ხანძარი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 6 საათზე გაჩნდა მას შემდეგ, რაც Boeing 737-800 თვითმფრინავი, აშკარა ძრავის პრობლემების გამო, აეროპორტში გადამისამართდა“, - წერს ამერიკული მედია.
ამასთან, ცალკე განცხადებაში, რომელიც American Airlines-მა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ „ ლაინერს ძრავთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, მას შემდეგ, რაც დაფრენა შეძლო“.
აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CBS News-ს განუცხადა, რომ ხანძარი მალევე ჩააქრეს.