აშშ-ში 20 წლის ახალგაზრდა ქალმა მხედველობა დაკარგა, რადგანაც შხაპის მიღებისას კონტაქტურ ლინზებს არ იხსნიდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 წლის ახალგაზრდა ქალმა მხედველობა იმის გამო დაკარგა, რომ კონტაქტური ლინზებით შხაპს იღებდა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
შხაპის მიღებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, მან თვალებში ტკივილი იგრძნო და მხედველობა მკვეთრად გაუარესდა. ექიმებმა ამის მიზეზი აღმოაჩინეს - ახალგაზრდა ქალის თვალში აკანტამება მოხვდა. ეს მიკროორგანიზმი მძიმე ინფექციას იწვევს და თვალის რქოვანას ანადგურებს.
კონტაქტურმა ლინზებმა ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა: ის თვალში სინესტეს ტოვებს და ბაქტერია თვალში „ჩაიკეტა“. დაახლოებით ერთ კვირაში, ქალმა მხედველობა მთლიანად დაკარგა.
მედიკოსები რეკომენდაციას გასცემენ, რომ შხაპის, აუზის, ასევე, ძილის წინ კონტაქტური ლინზების მოხსნაა აუცილებელი. 20 წლის ამერიკელის შემთხვევა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ის მძიმე შედეგით დასრულდა.