1765775651
უცხოეთი
აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება
ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ბერლინში დღეს, 15 დეკემბერს გაგრძელდება. ინფორმაციას მედია ავრცელებს. გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე კი, რომელიც 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, არაფერია ცნობილი.
შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უიტკოფმა განაცხადა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში დიდ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებია.