Loading data...
აშშ-სა და კანადის ქალაქებში ტყის ხანძარი მძვინვარებს, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

ცენტრალურ კანადაში, დაახლოებით, 835 ხანძარია აქტიური, საიდანაც 100-ზე მეტი უკონტროლოდ იწვის, რაც კვამლს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ავრცელებს, ცას აბნელებს და ჰაერის ხარისხს საშიშ დონემდე ამცირებს. ცის დაბნელების გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუირება. 

კანადის გარემოს დაცვის უწყებებმა მოსახლეობას მოუწოდეს, შეეზღუდათ გარე აქტივობები მას შემდეგ, რაც 15 ივლისს, ტორონტოში ჰაერის ხარისხი მსოფლიოს მსხვილ ქალაქებს შორის, ყველაზე ცუდ რეიტინგში მოხვდა. 

აშშ-ის მინესოტას შტატში რეინჯერები ცდილობენ 10 000-მდე ვიზიტორის ევაკუაციას, რადგან იქ ელვისებური დარტყმის შედეგად, 17 ხანძარი გაჩნდა.

დაშავებულების ან გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

რეინჯერები ვარაუდობენ, რომ 15 ივლისს, ტერიტორია მოსახლეობის დაახლოებით 90%-მა დატოვა.