აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 11 ივლისს განახლდება
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 11 ივლისს განახლდება. ინფორმაციას Times of Israel-ი „ალ არაბიაზე“ დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების განახლება ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მრავალდღიანი დაკრძალვის ცერემონიალის დასრულების შემდეგ იგეგმება.
ანგარიშის თანახმად, მოლაპარაკებების მთავარი თემები იქნება - ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, გაყინული ირანული აქტივები და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები.
ცნობისთვის, არაპირდაპირი ტექნიკური მოლაპარაკებები დოჰაში 1-ელ ივლისს გამართა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ძალიან კარგი“ უწოდა. ირანის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ გაყინული ირანული სახსრების ნაწილობრივ განთავისუფლებაზე, რაც რამდენიმე მილიარდ დოლარს მოიცავს. თუმცა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უარყვეს, რომ მსგავს შეთანხმებას მიაღწიეს.