1784018031
უცხოეთი
აშშ-სა და ირანის კონფლიქტების ფონზე, ნავთობის ფასმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
„14 ივლისის მონაცემებით, ნავთობის ფასი გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის თავდასხმები ჰორმუზის სრუტეში გამწვავდა“, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
ცნობისთვის, აშშ-მ და ირანმა, 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, თუმცა, ამ კვირაში, ორ ქვეყანას შორის მტრული დამოკიდებულება გაძლიერდა, რამაც განაპირობა ნავთობის ფასის უმაღლეს ნიშნულამდე მიღწევა.