Loading data...
„აშშ-ს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“ - მარკო რუბიოს თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომს განიხილავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იუწყება The Guardian-ი.

„შეერთებულ შტატებს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ლავროვთან უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავს.

„ჩემი აზრით, უკრაინაში ომმა დიდწილად ხელი შეუშალა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს სხვა საკითხებზე საერთო ენის გამონახვაში, თუმცა შეერთებულ შტატებს კვლავ შეუძლია მოსკოვთან თანამშრომლობა ზოგიერთ სფეროში“, - აღნიშნა რუბიომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთისთვის კარგი იქნებოდა, თუ ეს ომი დასრულდებოდა“ და ამიტომ ლავროვთან შეხვედრის დროს ისინი „ამ საკითხს შეეხებიან“.

„შეერთებული შტატები კვლავ ღიაა და მზადაა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს ამ ომის დასრულებაში, თუ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება“, - განაცხადა მან.

რუბიომ დასძინა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება, თუმცა „შესაძლოა, ახლა გაჩნდა ახალი პირობები, რაც ამ დიალოგის დაწყებას შესაძლებელს გახდის“.

ცნობისთვის, მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მარკო რუბიოს 23 ივლისს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში შეხვდება.