Loading data...
აშშ რუსეთის მხარესთან სამშვიდობო გეგმის თაობაზე ცალკე მოლაპარაკების გამართვას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია რუსულ მხარესთან ცალკე მოლაპარაკების გამართვას გეგმავს, რომელზეც უკრაინის საკითხზე სამშვიდობო გეგმა იქნება განხილული. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

ამ ეტაპზე პოტენციური შეხვედრის დეტალები, ანუ მისი ჩატარების დრო და ადგილი უცნობია. მხარეები დელეგაციების შემადგენლობასაც არ ასაჯაროებენ.

23 ნეომბერს ჟენავაში უკრაინის და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა განახლებული სამშვიდობო გეგმა შეათანხმეს.