Loading data...
აშშ პოლონეთს 780 მლნ აშშ დოლარის რაკეტებს მიაწვდის

აშშ-ის ხელისუფლება პოლონეთს 780 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Javelin-ებს მიაწვდის. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ეს ნაბიჯი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას შეესაბამება, ის ნატოში ჩვენი მოკავშირის უსაფრთხოებას გააძლიერებს, რაც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მამოძრავებელი ძალაა“, - განაცხადეს აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სააგენტოში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ გარიგებას მხარი უკვე დაუჭირა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებისთვის შესაბამისი საბუთები შეერთებული შტატების კონგრესს გადაეგზავნა.

ბოლო დროს პოლონეთმა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა. მან კონტრაქტები გააფორმა აშშ-ის და სამხრეთ კორეის კომპანიებთან. ასევე პოლონეთი შეიარაღებას ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც იღებს.