Loading data...
აშშ ნატოში 200-მდე პოზიციას შეამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს რამდენიმე მნიშვნელოვან სამეთაურო ცენტრში განლაგებული პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალების წყაროები ამბობენ,  აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში აშშ ნატოში 200-მდე პოზიციას შეამცირებს. 

წყაროს ცნობით, დაგეგმილი შემცირების შესახებ ევროპელი მოკავშირეების ნაწილი უკვე ინფორმირებულია. კონკრეტულად, პოზიციები შემცირდება ნატოს ბრიტანულ სადაზვერვო ცენტრსა და ბრიუსელში მდებარე მოკავშირეთა სპეციალური ოპერაციების სამეთაურო პუნქტში.

ასევე, თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება პორტუგალიურ ცენტრში, რომელიც ზოგიერთ საზღვაო ოპერაციაზეა პასუხისმგებელი.

წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა.