1761854135
                
            
            
            
                უცხოეთი
            
        აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7 500-მდე შეამცირებს
 
        აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7500-მდე შეამცირებს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრიორიტეტი სამხრეთ აფრიკელებს მიენიჭებათ.
როგორც BBC წერს, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი ლიმიტია.
განცხადებაში შემცირების მიზეზი არ არის დასახელებული, თუმცა ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „გამართლებულია ჰუმანიტარული მიზეზების ან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შეაჩერა თავშესაფრების მაძიებელთა მიღების პროგრამა (USRAP).
 
            