1745179207
უცხოეთი
აშშ მიესალმება ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას აღდგომის შემდეგ - სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატები ცეცხლის სრული შეწყვეტის ერთგული რჩება და მიესალმება ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას აღდგომის შემდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Suspilne-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს გაგრძელდეს 20 აპრილის შემდეგ. უკვე დიდი ხანია დროა, შეჩერდეს სიკვდილი და ნგრევა და დავასრულოთ ეს ომი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, 19 აპრილს რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში სააღდგომო ზავი ცალმხრივად გამოაცხადა. კრემლის განცხადებით, საომარი მოქმედებები 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე შეწყდება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს ზავის გახანგრძლივების ბრძანება არ გაუცია.