აშშ-მა ვენესუელის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა
აშშ-მა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის დელსი როდრიგესის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როდრიგესის სახელი ამოღებულია „სპეციალურად დანიშნული მოქალაქეების სიიდან“, - ნათქვამია დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ჩანაწერში.
ეს ნაბიჯი როდრიგესს საშუალებას აძლევს, უფრო თავისუფლად ითანამშრომლოს ამერიკულ კომპანიებთან და ინვესტორებთან.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დელსი როდრიგესი მიესალმა გადაწყვეტილებას და მას აშშ-სა და ვენესუელას შორის „ურთიერთობების ნორმალიზებისა და გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროგრესი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი სანქციების მოხსნას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის შექმნას და გარანტირებას“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, როდრიგესმა თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც აშშ-მა კარაკასში რეიდი ჩაატარა და ვენესუელის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დააკავა. როდრიგესი მადუროს დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ის ყოფილი ლიდერის ე.წ. „შიდა წრეში“ იმ რამდენიმე პირს შორის იყო, რომლებსაც აშშ-ის ხაზინამ 2018 წელს, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს, სანქციები დაუწესა.
President Trump’s decision is a significant step in the right direction to normalize and strengthen relations between our countries. We trust that this progress and determination will ultimately lead to the lifting of the additional active sanctions on our country. This
— Delcy Rodríguez (@delcyrodriguezv) April 1, 2026