Loading data...
აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა - რა შედის მასში?

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

აღნიშნულია, რომ ეს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის 70-ე ტრანშია, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას პენტაგონის მარაგებიდან აწვდის. ამ პაკეტის სავარაუდო ღირებულება 275 მილიონი დოლარია.

კერძოდ, ახალ პაკეტში შედის 👇

✅ საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის (ჩვეულებრივი, ან ATACMS-ის რაკეტები);

✅ 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა;

✅ 60 მმ და 81 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები;

✅ უპილოტო საჰაერო სისტემები;

✅ TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები;

✅ Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;

✅ მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა;

✅ ნგრევის გამომწვევი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა;

✅ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული დამცავი მოწყობილობა;

✅ სათადარიგო ნაწილები, დამხმარე აღჭურვილობა, მომსახურება, სწავლება, ტრანსპორტირება.