1747640129
უცხოეთი
აშშ-მა უკრაინისთვის ავსტრალიიდან Abrams-ის ტიპის ჩამოწერილი ტანკების გადაცემას დათანხმდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიიდან უკრაინისთვის ჩამოწერილი Abrams-ის ტიპის ჩამოწერილი ტანკების გადაცემას დათანხმდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
უკრაინაში 49 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკის გაგზავნის პროცესი უკვე დაიწყო. ევროპაში მათი ჩატანის თარიღი და გემის მარშრუტი უსაფრთხოების მიზნით არ გასაჯაროებულა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ენტონი ალბანეზეს მადლობა გადახადა.
უკრაინაში გაგზავნამდე ტანკებს პოლონეთში მდებარე ერთ-ერთ ბაზაზე განათავსებენ, სადაც მათ ტექნიკური შემოწმება და მოდერნიზაცია ჩაუტარდებათ.