Loading data...
აშშ-მა თურქეთს 2020 წელს დაწესებული სანქციები მოუხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ანკარის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს აუქმებს.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მეგობრების წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ გვსურს. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. არსებობენ უამრავი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ ჩვენ სანქციების შემოღება შეგვიძლია და ჩვენ მათ ვაწესებთ. მაგრამ მეგობრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გვსურს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-მა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები 2020 წელს შემოიღო. სანქციების შემოღების მთავარ მიზეზად თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა დასახელდა. სანქციები ითვალისწინებდა საექსპორტო ლიცენზიების გაცემის აკრძალვას თურქეთის სამხედრო მრეწველობისთვის. გარდა ამისა, აშშ-ს თურქ ჩინოვნიკებზე სავიზო შეზღუდვების ჰქონდა დაწესებული.