Loading data...
აშშ-მა თეთრ სახლთან მომხდარი სროლის შემდეგ ავღანელების საიმიგრაციო მოთხოვნების დამუშავება შეწყვიტა

აშშ-ის მოქალაქეობისა და ემიგრაციის სამსახურში განაცხადეს, რომ ავღანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.

„ავღანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის განხილვა დაუყოვნებლივ შეჩერდა განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე უსაფრთხოებისა და შემოწმების პროტოკოლი არ გადაიხედება. ჩვენი სამშობლოს და ამერიკელი ხალხის დაცვა და უსაფრთხოება ერთადერთი პრიორიტეტი და მისიაა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.