აშშ-მა შეტევა განახორციელა გემზე, რომელიც ირანის პორტში მიდიოდა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში განახორციელეს სატვირთო გემზე, რომელიც პანამის დროშით დაცურავს და ირანის ერთ-ერთ პორტში მიდიოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სატვირთო გემი M/V Vela Nova ჰორმუზის სრუტის გავლით ირანის პორტისკენ მიდიოდა და ის აშშ-ის საზღვაო ბლოკადას არღვევდა.
„მას შემდეგ, რაც გემის ეკიპაჟმა ამერიკული ძალების რამდენიმე გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, აშშ-ის საზღვაო ძალების ვერტმფრენმა, MH-60-მა გემის სამანქანო განყოფილებას Hellfire-ის ტიპის ორი რაკეტა ესროლა“, - განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სამხედრო მეთაურობამ.
11 აგვისტოს მონაცემებით აშშ-ის ცენტრალურმა სამხედრო მეთაურობამ 55 კომერციულ გემს, რომლებიც სამხედრო ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ, კურსი შეაცვლევინა, ხოლო სამი გემი მწყობრიდან გამოიყვანა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს მთლიანად აკონტროლებს. რამდენიმე დღის წინ ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნის ახალი პირობა წაუყენეს. მათ შორის არის ომის მიერ მიყენებულ ზარალზე კომპენსაციის გადახდა და სანქციების მოხსნა.