Loading data...
აშშ-მა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ 15 იანვარს ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ Yonhap სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. 

როგორც აღინიშნა, წვრთნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბოლო დროს ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტები და მცირე რადიუსის რაკეტები გაუშვა. 

სამმხრივ წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ სამხრეთ კორეის F-15K და იაპონური F-2 გამანადგურებლები. ბოლოს მსგავსი წვრთნები სამმა ქვეყანამ 2024 წლის ნოემბერში ჩაატარა. 

უახლესი წვრთნები ჩატარდა მათი ერთობლივი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა შეაკავონ და უპასუხონ განვითარებად ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებს ფხენიანიდან. 

სამმხრივი წვრთნების გარდა, სამხრეთ კორეის და აშშ-ის საჰაერო ძალებმა ცალ-ცალკე ჩაატარეს წლის პირველი ერთობლივი საჰაერო წვრთნები იმავე დღეს, რათა გაეძლიერებინათ ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობები. 

ჩრდილოეთ კორეამ 6 იანვარს საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა, ხოლო 14 იანვარს რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.