1774976425
უცხოეთი
აშშ-მა სამ რუსულ გემს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიიდან სამი რუსული გემი ამოიღო. ამის შესახებ აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციები მოეხსნათ კონტეინერმზიდ გემებს Fesco Moneron-ს, Fesco Magadan-სა და სატვირთო გემ Sv Nikolay-ს.
ეს უკანასკნელი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის „ომის სანქციების“ მონაცემების თანახმად, მონაწილეობდა მოპარული უკრაინული მარცვლეულის ამოღებაში.
აღნიშნულია, რომ გემი Sv Nikolay არაერთხელ შესულა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პორტებში, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია თურქეთში გაჰქონდა.