1755118106
უცხოეთი
აშშ-მა რუსეთს სანქციები ნაწილობრივ მოუხსნა, რათა ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა შედგეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი დროებით შეამსუბუქა, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ვებგვერდზეა ნათქვამი.
სააგენტომ გასცა ლიცენზია, რომელიც დროებით ხსნის სანქციებს, რათა რუსეთს საშუალება მიეცეს, ეს თანხები შეერთებულ შტატებში დახარჯოს.
ლიცენზიის ვადა 20 აგვისტოს იწურება, ტრამპსა და პუტინს შორის სამიტის დასრულებიდან ხუთი დღის შემდეგ.
ამავდროულად, ლიცენზიას აქვს მკაფიო შეზღუდვები. ის არ იძლევა რუსეთის გაყინული აქტივების განბლოკვის, ან ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელების საშუალებას, რომელიც დოკუმენტში არ არის ჩამოთვლილი.