1775238861
უცხოეთი
აშშ-მა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს სანქციები მოუხსნა - უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ექსმინისტრი უკრაინაში ომს აფინანსებდა
3 აპრილს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის მიხაილ ზადორნოვის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა.
ზადორნოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის მიზეზი არ გასაჯაროებულა.
მიხეილ ზადორნოვი 2022 წლიდან იყო აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ის ხელმძღვანელობდა რუსულ ბანკ „ოტკრიტიეს“ და მონაწილეობდა რუსეთის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფაში.
თავად ზადორნოვმა 2024 წელს აშშ-ში სარჩელი შეიტანა სანქციების მოხსნის მოთხოვნით. ზადორნოვმა განაცხადა, რომ ის აღარ ხელმძღვანელობდა ბანკს.
„ზადორნოვის ბანკმა დააფინანსა ომი და უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს ხელი შეუწყო“, - წერს უკრაინული მედია