Loading data...
აშშ-მა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკულ სექტორს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი იტყობინება. 

უფრო კონკრეტულად კი, სანქციები შეეხება რუსეთის ნავთობის გიგანტებს Gazprom Neft-ს და Surgutneftegaz-ს.

სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლების შემცირებას.

„აშშ ახორციელებს ყოვლისმომცველ ზომებს რუსეთის შემოსავლის მთავარი წყაროს წინააღმდეგ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო ომის დაფინანსებისთვის. ეს გადაწყვეტილება აგრძელებს და აძლიერებს ომის დაწყებიდან ჩვენს მიზანს ჩავშალოთ კრემლის ენერგეტიკული შემოსავლები, მათ შორის “დიდი შვიდეულის” ფასის ზედა ჭერის მეშვეობით, რომელიც 2022 წელს დავამტკიცეთ“, - აცხადებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი, ჯანეტ იელენი.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აწესებს სანქციებს რუსეთის ნავთობსაბადოების მომსახურების მრავალი პროვაიდერისა და სახელმწიფო კორპორაციის Rosatom-ის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.