1776921673
უცხოეთი
აშშ-მა რუსეთი G20-ის სამიტში უმაღლეს დონეზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია - რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეერთებული შტატებისგან დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა მიიღო.
„არსებობს მოწვევა უმაღლეს დონეზე მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა პანკინმა.
კითხვაზე, თუ ვინ წარმოადგენს რუსეთს სამიტზე, პანკინმა განაცხადა, რომ „ეს საკითხი სამიტის ჩატარების თარიღის მოახლოებასთან ერთად გადაწყდება.“
აღსანიშნავია, რომ წელს შეერთებული შტატები დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა.
„დიდი ოცეულის“ სამიტი დეკემბრის შუა რიცხვებში მაიამიში გაიმართება.