Loading data...
აშშ-მა ორგანიზაცია Palestine Action ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა

შეერთებულმა შტატებმა ორგანიზაცია Palestine Action ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს

როგორც მედია წერს, ბრიტანეთმაც მანამდე აკრძალა Palestine Action და ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. Palestine Action სულ უფრო ხშირად ესხმოდა თავს ისრაელთან დაკავშირებულ თავდაცვის კომპანიებს ბრიტანეთში, განსაკუთრებით კი ისრაელის უმსხვილეს თავდაცვის კომპანიას - Elbit Systems-ს.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ Palestine Action-ი 2025 წლის ივლისში მას შემდეგ აკრძალა, რაც ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე და სამხედრო თვითმფრინავები დააზიანეს.