1761757328
უცხოეთი
აშშ-მა მილორად დოდიკის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სია განაახლა და სანქციების სიიდან რამდენიმე ფიზიკური პირი და კომპანია ამოიღო, მათ შორის თანამდებობიდან გადამდგარი სერბეთის პრეზიდენტი მილორად დოდიკი, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სანქციების სიიდან, ამოღებულია, ასევე, მისი ოჯახის წევრები. დოდიკის გარემოცვასთან დაკავშირებული ათზე მეტი კომპანია, ასევე, აღარ ექვემდებარება აშშ-ის სანქციებს. სიიდან სულ 48 ფიზიკური და იურიდიული პირი ამოიღეს.
ოქტომბრის დასაწყისში დოდიკმა დატოვა ბოსნია-ჰერცეგოვინის იმ ნახევრის საპრეზიდენტო პოსტი, რომელსაც ბოსნიელი სერბები აკონტროლებენ, მას შემდეგ, რაც სარაევოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ორი თვით ადრე მანდატი შეუჩერა.