Loading data...
აშშ-მა ქუვეითში საელჩო დახურა

ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა, - ამის შესახებ ქუვეითში აშშ-ის საელჩო აცხადებს.

საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს.

„რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის გამო, ქუვეითში აშშ-ის საელჩო დაიხურება შემდგომ შეტყობინებამდე. ჩვენ გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში