Loading data...
აშშ-მა კანადის საქონელზე საბაჟო გადასახადები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით კანადის საქონელზე საბაჟო გადასახადი დაწესდება. ტრამპმა ამის მიზეზად კანადის ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ალკოჰოლური ნაწარმის, ავტომობილებისა და რძის პროდუქტების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება დაასახელა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„აშშ-ის საბაჟო ტარიფის შესახებ 1930 წლის კანონის 338 მუხლის მიხედვით კანადის სხვადასხვა იმპორტზე 50%-იან გადასახადი წესდება, საუბარია ჰოკეის ჯოხებზე, ღვინოზე და ცემენტზე“, - წერია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საბაჟო გადასახადი ძალაში შევა 19 აგვისტოს. ის ენერგომატარებლებზე და სასუქებზე არ გავრცელდება. საბაჟო გადასახადების დაწესებით დონალდ ტრამპი ცდილობს, რომ აშშ-ის ავტომობილების ექსპორტისთვის სიტუაცია გააუმჯობესოს.

როგორც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, ჯეიმისონ გრირმა განაცხადა, საბაჟო გადასახადი 20 მლრდ დოლარის კანადურ საქონელზე გავრცელდება.