აშშ-მა კანადის გარკვეულ საქონელზე 50%-იანი საბაჟო ტარიფი გააუქმა
ამერიკის შეერთებული შტატები 30 ოქტომბრიდან გარკვეულ კანადურ საქონელზე 50%-იან საბაჟო გადასახადს აუქმებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, საბაჟო გადასახადი მოეხსნა ფანერის და ქაღალდის ნაწარმს, ქაღალდის მრეწველობის დანადგარებს, მუყაოს პროდუქციას, ასევე ახალ და გამშრალ ზღვის წყალმცენარეებს. ამის თაობაზე Deutche Welle იუწყება.
ამასთანავე, საბაჟო ტარიფები დაუწესდა კანადიდან აშშ-ში ექპორტირებულ ხალიჩებს, საღებავებს, შამპუნებს, კაკაოს, კონდიციონერებს, მაცივრებს, ასევე რამდენიმე დასახელების სხვა პროდუქციას.
როგორც ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას აშშ-სთან ვაჭრობაზე პასუხისმგებელმა კანადის მინისტრმა დომინიკ ლებლანმა განაცხადა, ოტავა მზად არის იმუშაოს კონსტრუქციულად და შექმნას ურთიერთმოგებიანი პირობები, რაც კანადის ინტერესებს შეესაბამება.