აშშ-მა ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ პირველად დაარტყა
აშშ-ის სამხედრო ძალებმა 26 ივნისს ირანზე საჰაერო იერიში განახორციელეს ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე ირანული დრონის თავდასხმის საპასუხოდ, რის შემდეგაც ორივე მხარემ ერთმანეთი გასულ კვირას მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს რაკეტებისა და დრონების საწყობებზე, ასევე, სანაპირო რადარის სადგურებზე. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპერაცია დასრულდა.
ირანმა განაცხადა, რომ ჭურვი სამხრეთ ირანის ქალაქ სირიკში, ნავმისადგომთან ახლოს მდებარე ტერიტორიას მოხვდა და რომ ირანის საზღვაო ფლოტმა ამ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმით უპასუხა.
ამასობაში კი ისრაელმა და ლიბანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ. ორივე მხარემ შეთანხმება შეაფასა, როგორც პირველი ნაბიჯი „ჰეზბოლას“ განიარაღებისა და ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანისკენ, თუმცა გაურკვეველი რჩება, თუ როგორ მიიღწევა ეს.
https://t.co/CckXLJSpah pic.twitter.com/NoMQ7cNtN5
— U.S. Central Command (@CENTCOM) June 27, 2026