1773128965
უცხოეთი
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის პირველ ორ დღეში 5,6 მლრდ დოლარის ჭურვები და საბრძოლო მასალები დახარჯა
ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის პირველ 48 საათში ამერიკელებმა 5.6 მლრდ დოლარის ღირებულების ბომბები, ჭურვები და რაკეტები გამოიყენეს. ამის შესახებ The Washington Post-ზე დაყრდნობით indiatimes.com იუწყება.
ამავე წყაროს ცნობით, მიმდინარე კვირას თეთრი სახლი აშშ-ის კონგრესისგან თავდაცვისთვის დამატებით თანხებს მოითხოვს. საუბარია ათობით მილიარდ აშშ დოლარზე.
გამოცემა წერს, რომ კონგრესისთვის პენტაგონის მიერ მიწოდებულმა ხარჯების ჩამონათვალმა კონგრესმენების შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის მიერ თანამედროვე შეიარაღების ასე სწრაფად გამოყენების გამო.
აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას 28 თებერვლიდან ატარებენ. ირანი საპასუხოდ აშშ-ის მოკავშირეებს რაკეტებს და დრონებს ესვრის.