Loading data...
აშშ-მა ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 4 მოსამართლეს და პროკურორს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ჰააგის სასამართლო კვლავ ქვეყნის სუვერენიტეტის იგნორირებას ახდენს და აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოძიებას წარმოებას ცდილობს, რაც აშშ-ს პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია. რუბიო აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს ქმედებები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება. მან გადაწყვეტილებას უწოდა „სამართლიანი ნაბიჯი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელის ჯარის დისკრედიტაციის წინააღმდეგ არის მიმართული“.

ერთ-ერთი მოსამართლე, რომელსაც სანქციები დაუწესდა - ფრანგი ნიკოლა გიუ არის. ის ადამიანობის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულებს იძიებს ღაზაში ომის დროს. ამ საქმეზე ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა, რამაც ისრაელის და აშშ-ის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ასევე სანქციები კანადელ მოსამართლეს, კიმბერლი პროსტს დაუწესდა, რომელიც ავღანეთში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. მათ შორის გამოძიება ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის ივნისში აშშ-მა ჰააგის სასამართლოს 4 მოსამართლეს იგივე მოტივაციით სანქციები უკვე დაუწესა.