Loading data...
აშშ-მა გერმანიაში მოქმედი „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიები სანქციებისგან გაათავისუფლა

აშშ-მა სანქციების სიიდან ამოიღო Rosneft Deutschland GmbH და RN Refining & Marketing GmbH, რომლებიც Rosneft-ის გერმანული შვილობილი კომპანიებია, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიებს ოპერაციების განხორციელების საშუალებას.

ფინანსთა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს უფლება 2026 წლის 29 აპრილამდე მოქმედებს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, გერმანიის მთავრობამ „როსნეფტს“ აქტივები ჩამოართვა და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცია.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ აშშ „როსნეფტის“ გერმანულ განყოფილებას სანქციებისგან გაათავისუფლებდა.