აშშ-მა დრონებით ვაჭრობის გამო ირანისა და ვენესუელას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სანქციები დაუწესა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა ირანისა და ვენესუელას 10 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც დრონებით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი.
„დღეს OFAC-ი სანქციებს უწესებს ვენესუელასა და ირანში დაფუძნებულ 10 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის ვენესუელურ კომპანიას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ირანსა და ვენესუელას შორის დრონებით ვაჭრობაში“, - ნათქვამია უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაში.
კერძოდ, სანქციებს დაექვემდებარა ვენესუელური კომპანია Empresa Aeronautica Nacional-ი.
საერთო ჯამში სანქციების ქვეშ მოექცა ხუთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი ირანიდან, ასევე, ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი ვენესუელიდან.
ამავდროულად, OFAC-მა ექვსი პირის მიმართ სანქციების მოხსნის შესახებ განაცხადა. მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქე, კვიპროსში მცხოვრები პოლონეთის სამი მოქალაქე, შვეიცარიის მოქალაქე და რუმინეთ-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.