Loading data...
აშშ-მა და უზბეკეთმა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის მთავრობამ უზბეკეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ამერიკულ კომპანიებს აღნიშნულ ქვეყანაში არსებულ იშვიათ წიაღისეულზე წვდომა გაუმარტივდებათ. 

როგორც მედიასაშუალება წერს, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ უმნიშვნელოვანესი რესურსებისა და მათი მიწოდების ჯაჭვების თვალსაზრისით ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს.

დოკუმენტი სახელწოდებით „ერთობლივი საინვესტიციო პროგრამა“ ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების საშუალებას აძლევს.

ხელშეკრულების თანახმად, პრიორიტეტული იქნება ინვესტიციების განხორციელება იშვიათი წიაღისეულის დაზვერვის, მოპოვების, გადამუშავების საქმეში.