1726310198
უცხოეთი
აშშ-მა და ერაყელმა სამხედროებმა ISIS-ის რამდენიმე ლიდერი გაანადგურეს
აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) და ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დასავლეთ ერაყში ერთობლივი რეიდი ჩაატარეს, რის შედეგადაც 29 აგვისტოს ISIS-ის ოთხი ლიდერი დაიღუპა.
ოპერაცია მიზნად ისახავდა ტერორისტულ ლიდერების ლიკვიდაციას და ასევე, ISIS-ის თავდასხმის შესაძლებლობების შესუსტებას ერაყის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ისევე როგორც აშშ-ის მოქალაქეებზე, მოკავშირეებსა და პარტნიორებზე რეგიონში.
ცენტრალური სარდლობა ISIS-ის ოთხი ლიდერის ლიკვიდაციას ადასტურებს:
- აჰმად ჰამიდ ჰუსეინ აბდ-ალ-ჯალილ ალ-იტავი, პასუხისმგებელი ყველა ოპერაციაზე ერაყში
- აბუ ჰამამი, ზედამხედველობდა ყველა ოპერაციას დასავლეთ ერაყში
- აბუ-ალი ალ-ტუნისი, პასუხისმგებელი ტექნიკაზე
- შაკირ აბუ აჰმად ალ-ისავი, პასუხისმგებელი იყო სამხედრო ოპერაციებზე დასავლეთ ერაყში